გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ან შეერთება გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ან შეერთება გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ან შეერთება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შესაძლო დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„მათგან არაფერი არ გამიკვირდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რა პროცესები დაიწყო, ამის მომსწრე არაერთხელ ყოფილა საზოგადოება. თუმცა, ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია. არ მგონია, რომ მათი გაყოფა ან შეერთება, ქორწინება ან განქორწინება რაიმე სახის გავლენას მოახდენს არჩევნებზე. მიხეილ სააკაშვილმა იმის მოყოლა დაიწყო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში რა უბედურებები დატრიალდა და თუ ამ პროცესებზე საუბარს 31 ოქტომბრამდე დაასრულებს, შემდეგ მოჰყვეს, საარჩევნო მიმართულებით რას აპირებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა სააკაშვილის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.