გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ლიდერები და უკრაინიდან მათი თანამზრახველები საქართველოს ხელისუფლების დამხობაზე საუბრობენ, დამთავრებულია ყოველგვარი ეჭვი, თუ რა ამოძრავებს რადიკალურ ნაწილს საქართველოში
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ლიდერები და უკრაინიდან მათი თანამზრახველები საქართველოს ხელისუფლების დამხობაზე საუბრობენ, დამთავრებულია ყოველგვარი ეჭვი, თუ რა ამოძრავებს რადიკალურ ნაწილს საქართველოში

დავით არახამიას პოზიცია, სამწუხაროდ და საუბედუროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას რომ ემთხვევა, ამას, მგონი, საქართველოს საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამ განცხადებით მაჭარაშვილმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიას ვიდეომიმართვის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც არახამია აცხადებს, რომ ყოველთვის ამაყობდა საკუთარი ქართველობით, დღეს კი რცხვენია და მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებასთან გაარკვიოს რუსეთის მხრიდან სავაჭრო სანქციების მოხსნის საკითხი.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტებით კიდევ ერთხელ გაშიფრულია თავიდან ბოლომდე.

„ამ დროს მსოფლიოში მიდის ისეთი გლობალური პროცესები, სადაც ჩართულია მთელი ცივილიზებული სამყარო, ებრძვის, როგორმე შეაჩეროს ეს ომი უკრაინაში და ამ დროს პირდაპირი გაგებით „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ლიდერები და სამწუხაროდ, უკრაინიდან მათი თანამზრახველები პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დამხობაზე საუბრობენ. რაზეა საუბარი, აქ უკვე დამთავრებულია ყოველგვარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებს რადიკალურ ნაწილს საქართველოში. საზოგადოებამ ეს კარგად იცის და ხელისუფლებას კონტროლი აქვს დღეს მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.