გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწევთ, პატივი სცენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და იმ რეგლამენტს, რომელიც აქ მუშაობს
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწევთ, პატივი სცენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და იმ რეგლამენტს, რომელიც აქ მუშაობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შესვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, პარლამენტშიც ისე მოიქცეს, როგორც ქუჩაში.

„მოლოდინი არ არის პოზიტიური, თან იმ ფონზე, როდესაც ლევან ბეჟაშვილმა პირდაპირ განაცხადა, კომფორტი არსად უნდა შევუქმნათ „ქართულ ოცნებასო“. ეს ნიშნავს, რომ როგორც იყვნენ ქუჩაში, ისე უნდათ, იყვნენ პარლამენტში. მათ მოუწევთ, რომ პატივი სცენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და რეგლამენტს, რომელიც აქ მუშაობს. მინდა, „ნაცმოძრაობაც“ ჩაებას ისე საქმიანობაში, როგორც საჭიროა იმ ქვეყნისთვის, სადაც არის არჩეული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უკვე მივიდნენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია ჯერ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.

დატოვე კომენტარი