გურამ მაჭარაშვილი – „ნაცაგენტურამ“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები რამდენჯერაც მოითხოვა, იმდენჯერ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწია

12:07, 03.08.2026

„ნაცაგენტურამ“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები რამდენჯერაც მოითხოვა, იმდენჯერ საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სრული წელი ისე არ გავა, რომ თავმჯდომარე არ გადააყენონ ან თავად არ გადადგეს.

„ბოლო თავმჯდომარეს სააკაშვილის სული გამოეცხადა, ბოკუჩავა თანამდებობიდან გადააყენა. ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს, რაც „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ბუნებაა – დაპირისპირება, წინააღმდეგობა. ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი ამ ე.წ. პარტიაზე გვეუბნებოდნენ, რომ პროდასავლური ღირებულებების პარტიაა. საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ. ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. სკოლის მოსწავლეც კი მიხვდება იმას, რომ ასეთ ე.წ. პარტიას არ უნდა გაეკაროს. იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო ამ პარტიის ანტისახელმწიფოებრივ პარტიად გამოსაცხადებლად გადაწყვეტილებას მიიღებს. მორიგ ჯერზე გამოჩნდა, ევროკავშირის ელჩი როგორ არასწორად პროპაგანდირებდა, თითქოს „ნაცაგენტურა“, რომელიც თავის თავმჯდომარეს დაპირისპირების გარეშე ვერ ირჩევს, პროდასავლურია და უნდოდათ, ქვეყნის ხელისუფლებაში მოეყვანათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი