გურამ მაჭარაშვილი - მოგვწონს თუ არა, „ვარდების რევოლუცია“ არის საქართველოს უახლოესი ისტორია და სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ხალხს იმედები არ გაუმართლა
გურამ მაჭარაშვილი - მოგვწონს თუ არა, „ვარდების რევოლუცია“ არის საქართველოს უახლოესი ისტორია და სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ხალხს იმედები არ გაუმართლა

თავის დროზე „ვარდების რევოლუცია“ იმის დასაბამი უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტივი შემოსულიყო, თუმცა სამწუხაროდ, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედებმა მალე ისეთი პროცესები დაიწყეს, რითაც ძალადობრივი რეჟიმის დამფუძნებლები გახდნენ, რამაც საქართველოს მოუტანა ადამიანების ღირსების, სიცოცხლისა უგულვებელყოფა და ტერიტორიების დაკარგვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მეთოდებს ისევ მიმართავს, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა.

„პატიმარმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა წლის თავზე, საკუთარი მომხრეები მოწინააღმდეგებად გაიხადა. მან გარშემო ისეთი ხალხი შეკრიბა, ვინც საზოგადოებაში ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ და ძალადობის შემოქმედები იყვნენ, რამაც 2012 წელს მათი ოპოზიციაში გადასვლა განაპირობა. 2003 წელს ვისაც მხარი დაუჭირეს, ვერ გაამართლეს და ძალადობა შექმნეს. მაშინ, მიხეილ სააკაშვილი ამ ჯგუფის სათავეში იყო. მოგვწონს თუ არა, ეს არის საქართველოს უახლოესი ისტორია და სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ხალხს იმედები არ გაუმართლა. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესაც ვერ აანალიზებს იმ წლებში რა ხდებოდა, როცა ხელისუფლებაში იყო. როგორც ჩანს, მას დღეს ანალიზის საშუალება არ გააჩნია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი