გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პერსონა არც ევროპას და არც ამერიკას აღარ აინტერესებს
გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პერსონა არც ევროპას და არც ამერიკას აღარ აინტერესებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პერსონა არც ევროპას და არც ამერიკას აღარ აინტერესებს.

მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა.

„მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა. კალიურანდის განცხადებაც ამის დასტურია. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, აქტივობა დასრულებულია, სასჯელის აღსრულება კი ისე მოხდება, როგორც განაჩენში წერია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე“.

მისივე თქმით, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, რაც ხალხმა არ გააკეთა.