გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ვერ ისვენებს ვერც ციხეში, არც შიმშილობა შველის, თუ რეალურად შიმშილობს, ილუზიებშია, იხდის სასჯელს და ამით დამთავრდა ყველაფერი
გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ვერ ისვენებს ვერც ციხეში, არც შიმშილობა შველის, თუ რეალურად შიმშილობს, ილუზიებშია, იხდის სასჯელს და ამით დამთავრდა ყველაფერი

ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვერ ისვენებს ვერც უცხოეთში, ვერც საქართველოში და ვერც ციხეში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს არც შიმშილობა შველის, როგორც ჩანს, თუ რეალურად შიმშილობს. ილუზიებშია და საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად სხვა განწყობაზეა. ეს გამოჩნდა საზოგადოების გადაწყვეტილებაში 2 ოქტომბერს. არავის არ აინტერესებს, როგორ იხდის სასჯელს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამონათქვამებიც გავიხსენოთ, რომ მან უკვე პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ის იხდის სასჯელს, ამით დამთავრდა ყველაფერი. არც ამერიკაში, არც ევროპაში, არც საქართველოში ის არავის არ ახსოვს. დანარჩენი თავისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს ციხეში და როგორ გაატარებს იმ წლებს. ბუნებრივია, რომ ის იქნება ციხეში, მოიხდის სასჯელს. სააკაშვილის უფლებები იქნება დაცული, განსხვავებით მისი ხელისუფლების დროს პატიმრების უფლებებისგან. ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მოღვაწეობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.