გურამ მაჭარაშვილი - მგონი, გიგი უგულავა არცერთ პარტიაში არ არის და არც იქნება საინტერესო მისი პოლიტიკური ბოდვები, მთავარია, ხალხმა მისცეს ლეგიტიმაცია პარლამენტში არჩეულ დეპუტატებს
გურამ მაჭარაშვილი - მგონი, გიგი უგულავა არცერთ პარტიაში არ არის და არც იქნება საინტერესო მისი პოლიტიკური ბოდვები, მთავარია, ხალხმა მისცეს ლეგიტიმაცია პარლამენტში არჩეულ დეპუტატებს

გიგი უგულავა, მგონი, არცერთ პარტიაში არ არის და არც იქნება საინტერესო მისი პოლიტიკური ბოდვები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც უგულავამ აღნიშნა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „არჩევნების ლეგიტიმურობას რაც შეეხება, უგულავა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, სადაც უნდა იქ ეძებოს, მაგრამ ლეგიტიმაცია საქართველოს საზოგადოებაშია“.

„მთავარია, ხალხმა მისცეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტში არჩეულ დეპუტატებს და ამის მერე ის დამკვირვებლებიც იტყვიან თავიანთ სიტყვას, რომლებიც მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.