გურამ მაჭარაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ნდობას გოჩა ლორთქიფანიძეს გამოუცხადებს, როცა ის ჰააგაში გაემგზავრება, ახალ მინისტრს ავირჩევთ
გურამ მაჭარაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ნდობას გოჩა ლორთქიფანიძეს გამოუცხადებს, როცა ის ჰააგაში გაემგზავრება, ახალ მინისტრს ავირჩევთ

მეათე მოწვევის პარლამენტი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ნდობას გოჩა ლორთქიფანიძეს გამოუცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში დაიწყებს საქმიანობას, ახალი იუსტიციის მინისტრის არჩევა მოხდება.

„გოჩა ლორთქიფანიძესა და საქართველოს ვულოცავ, რომ ჰააგის სასამართლოში ჩვენი წარმომადგენელი გვეყოლება. როცა გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში ფიზიკურად გაემგზავრება, ბუნებრივია, ახალ იუსტიციის მინისტრს ავირჩევთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პლენარულ სხდომაზე 24 დეკემბერს იმსჯელებს. რაც შეეხება გოჩა ლორთქიფანიძეს, ის ჰააგის მოსამართლედ აირჩიეს, რომელიც ამჟამად, იუსტიციის მინისტრის პოსტზე არის წარდგენილი.