გურამ მაჭარაშვილი - IRI ვერ გაერკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა და პატიმარი სააკაშვილი მიაწერა, ასე დარჩნენ ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია
გურამ მაჭარაშვილი - IRI ვერ გაერკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა და პატიმარი სააკაშვილი მიაწერა, ასე დარჩნენ ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია

IRI-ის კვლევები ხალხის ნებას არასოდეს ემთხვეოდა. კვლევა იყო ერთი, არჩევნების შედეგები – მეორე. ასე მოხდა რვაჯერ და კიდევ ბევრჯერ მოხდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კვლევების არავის აღარ სჯერა.

„ქართულმა საზოგადოებამ მყისიერად დაადასტურა, რომ კვლევები რომელიღაც ოთახშია დაწერილი და არის მათი სურვილი. IRI იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა – მელია თუ ხაბეიშვილი, და პატიმარი სააკაშვილი მიაწერა. ასე დარჩნენ ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია. „ნაცმოძრაობა“ ვის ეკუთვნის, ჯერ გასარკვევია, IRI ისე აირია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.