გურამ მაჭარაშვილი - გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა 
გურამ მაჭარაშვილი - გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა 

გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილის მოძებნა გაუჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ გახარია დღეს აღარ არის პრემიერ-მინისტრი, რომ თვეში ერთხელ გამოვიდეს და განცხადებები გააკეთოს.

„სწორედ ამას მიანიშნებდა ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც. ის ბუნებრივი, გულდასაწყვეტი ემოცია მას ჰქონდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მიმართ და შემდგომ უკვე გიორგი გახარიას მიმართ. მისი ნაბიჯები რომ იყო ანტისახელმწიფოებრივი, ნამდვილად არ ემსახურებოდა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვას მაშინ, როდესაც უმრავლესობაზე სამი-ოთხი დღის წინ სულ სხვა რამეს გვიმტკიცებდა. ბუნებრივად ბადებს ძალიან ბევრ კითხვას, რაზეც ის პასუხს არ სცემს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თავად გააკეთებს გადაწყვეტილებას შემოდგომის არჩევნებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

ამასთან, ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.

დატოვე კომენტარი