გურამ მაჭარაშვილი - გახარია ცუდ მდგომარეობაშია, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს, პოლიტიკურად განულებული ხარ, ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე
გურამ მაჭარაშვილი - გახარია ცუდ მდგომარეობაშია, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს, პოლიტიკურად განულებული ხარ, ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე

გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში რთული მდგომარეობაა.

„არც „ნაცმოძრაობასთან“ მიტმასნება უნდა იმას, ვინც უკვე კოალიციაშია ან „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტია, იქნება ეს გიორგი გახარია, „ლელო“ და ა.შ. თან ვერც იმას ახერხებენ, რომ თავად რაღაც ნიშა დაიკავონ. გახარიას პარტიის წევრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთან 10:0 წააგო. ეს  ნიშნავს, რომ თავად გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე. „ლელო“ ამბობს, რომ ბარიერს კოალიციის გარეშე გადალახავს, როცა საკუთარ რიგებში „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული ხალხი ჰყავთ. გახარია და „ლელო“ ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ უნდათ, იმავეს ამბობს „ნაცმოძრაობა“, არც ერთი მინდა და არც მეორეო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.