გურამ მაჭარაშვილი - ეუთო-ს ობიექტური დასკვნა „დიფ სთეითმა“ თავზე გადაახია, მგონი, უკვე ათჯერ შეგვამოწმეს და აქეთ იღებენ კონსულტაციებს კანონმდებლობაზე, რის გამოც გვაკრიტიკებდნენ
გურამ მაჭარაშვილი - ეუთო-ს ობიექტური დასკვნა „დიფ სთეითმა“ თავზე გადაახია, მგონი, უკვე ათჯერ შეგვამოწმეს და აქეთ იღებენ კონსულტაციებს კანონმდებლობაზე, რის გამოც გვაკრიტიკებდნენ

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის რეპუტაცია ნულამდე დავიდა, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, 66 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვოს, მიზეზად კი დაასახელა, რომ ისინი არიან უსარგებლო, უშედეგო და დამაზიანებელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ აღნიშნული ორგანიზაციები აქამდე მივიდნენ.

„უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არაერთხელ ჩამოსულა, არაერთხელ ყოფილა უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი. ეუთო/ოდირ-მა საპარლამენტო არჩევნებზე ობიექტური დასკვნა დაწერა და „დიფ სთეითმა“ ეს ობიექტური რეალობა თავხე გადაახია. შემდეგ იძულებული გახდნენ, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადაედოთ და ა.შ. გენერალური მდივანიც კი უსამართლო კრიტიკის ობიექტი გახდა. ახლა რა უნდა გვიკვირდეს? ხელისუფლებას პრინციპულად დგომა ისევ მოუწევს, რადგან ასეთი სახის ორგანიზაციებს არ უნდა შევუშინდეთ. ნარატივი – ჩამოვალთ, შეგამოწმებთ, მგონი, უკვე ათჯერ შეგვამოწმეს და აქეთ იღებენ კონსულტაციებს იმ კანონმდებლობის მისაღებად, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვგულისხმობ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.