გურამ მაჭარაშვილი - „დროა“ და „ლელო“ მათ მიერ წარდგენილ მთავრობას ვის ამტკიცებინებენ, საკრებულოებში წარმომადგენლები არ ჰყავთ და რომელ კოალიციაზეა საუბარი
გურამ მაჭარაშვილი - „დროა“ და „ლელო“ მათ მიერ წარდგენილ მთავრობას ვის ამტკიცებინებენ, საკრებულოებში წარმომადგენლები არ ჰყავთ და რომელ კოალიციაზეა საუბარი

ოპოზიციის დამოკიდებულება იმდენად არასერიოზულია, რომ მათ მოქმედებებზე სერიოზული კომენტარები ჭირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის მიერ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება, „დროამ“ და „ლელომ“ მთავრობის რაღაც კაბინეტი წარადგინონ, როცა მათი არც ერთი კანდიდატი მეორე ტურში არ მონაწილეობს და ხშირ შემთხვევაში, წარმომადგენელი არ ჰყავთ. შეიძლება, „ლელოს“ ერთი ჰყავდეს. როცა ამომრჩევლის მიმართ ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება არსებობს, პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს იმაზე, რომ საზოგადოებამ მხარი დაგიჭიროს. მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ, „დროა“ და „ლელო“ მათ მიერ წარდგენილ მთავრობას ვის ამტკიცებინებენ? საკრებულოებში წარმომადგენლები არ ჰყავთ და რომელ კოალიციაზეა საუბარი?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს დაგეგმილი აქვს თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა, რომელშიც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ლელოს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი