გურამ მაჭარაშვილი - არსებული კანონმდებლობითაც შევძლებდით, წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა გვინდა, სპეკულაციები გამოვრიცხოთ
გურამ მაჭარაშვილი - არსებული კანონმდებლობითაც შევძლებდით, წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა გვინდა, სპეკულაციები გამოვრიცხოთ

ჩვენ არსებული კანონდებლობითაც შევძლებდით, წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ეფექტური და გამჭვირვალე ყოფილიყო თუმცა გვინდა, ყოველგვარი სპეკულაციები გამოვრიცხოთ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას დადებითად აფასებს.

„ჩვენ არსებული კანონდებლობითაც შევძლებდით, წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ეფექტური და გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა გვინდა, ყოველგვარი სპეკულაციები გამოვრიცხოთ, რათა ვინმემ არ მოისურვოს და მით უმეტს ვერ შეძლოს არამარლთზომიერი ზეგავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება სწორედ ამას, რომ თეორიულადაც კი გამოირიცხოს და საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, ყველა ამომრჩეველი თავისუფალი იქნება თავისი ნების გამოხატვაში.

აშშ-ის ელჩს, ევრომავშირის ელჩს, საერთაშორისო საზოგადოებას მოსწონს ეს ცვლილებები და პოზიტიურად აფასებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ მოსწონს. ქართულ საზოგადოებას მოსწონს ჩვენი მიდგომები როგორც „კოვიდ-19“- ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე ცვლილებებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ეს არ მოსწონს. მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. მესმის, რომ მათ საზოგადოებაში აღარ გაესვლებათ და პარლამენტში, ბიუროში აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის დარმწუნებულია, რომ საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ეტყვის უარს.

„დარჩა სულ ორი თვე და ვნახავთ, როგორი იქნება საზოგადოების პასუხი 31 ოქტომბერს. პოლიტიკური ტესტი „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ არ ვცდები, მეექვსედ აქვს ჩატარებული და საზოგადოების პასუხი არის უარი. არათუ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაშიც რომ იყის ეს პოლიტიკური ძალა. „ნაციონალური მოზრაობა“, თავისი დანაყოფით, საბოლოო ტესტს ჩაიტარებს 31 ოქტომბერს და დარმწუნებული ვარ, პასუხი ამ დროსაც იქნება ის, რომ არამხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაშიც ვერ იქნებიან რაიმე ტიპის ძალის მატარებელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავენ.