გურამ მაჭარაშვილი - ცესკო-სა და მის თავმჯდომარეზე პირდაპირი შტურმია, ოპოზიცია მიხვდა, რომ არჩევნებს აგებენ და ცესკო-ს დისკრედიტაციას ცდილობენ, ამაში ჩაერთო ზურაბიშვილი, რომელიც ვეტოთი ვაჭრობს
გურამ მაჭარაშვილი - ცესკო-სა და მის თავმჯდომარეზე პირდაპირი შტურმია, ოპოზიცია მიხვდა, რომ არჩევნებს აგებენ და ცესკო-ს დისკრედიტაციას ცდილობენ, ამაში ჩაერთო ზურაბიშვილი, რომელიც ვეტოთი ვაჭრობს

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ცესკო-სა და მის თავმჯდომარეზე პირდაპირი შტურმი ხორციელდება.

მაჭარაშვილის განმარტებით, ის, რაც არჩევნების შემდეგ იყო, ახლა არჩევნებამდე ხდება.

„ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. გვახსოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კალანდარიშვილის მიმართ კითხვები არ იყო არც მის პროფესიონალიზმზე, არც კეთილსინდისიერებაზე. როცა მიხვდნენ, რომ არჩევნები პირწმინდად წაგებული აქვთ, ახლა ცდილობენ, ცესკო-ს დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ცესკო-ს დისკრედიტაციაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი.

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ვეტოთი ვაჭრობს და ამბობს, ოღონდ ამ პროცესებში მონაწილეობა მივიღო და რეკომენდაციები არ შესრულდესო. სწორედ ეს წერია მის ვეტოში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.