გურამ მაჭარაშვილი - ბუნებრივია, რომ ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორიც სახელმწიფო აუდიტია, გიორგი გაბიტაშვილის პროფესიონალიზმი გამოსადეგი იქნება
გურამ მაჭარაშვილი - ბუნებრივია, რომ ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორიც სახელმწიფო აუდიტია, გიორგი გაბიტაშვილის პროფესიონალიზმი გამოსადეგი იქნება

გიორგი გაბიტაშვილს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს საპროკურორო ზედამხედველობის კუთხით, მისი პროფესიონალიზმი გამოსადეგი იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ბუნებრივია, რომ ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორიც სახელმწიფო აუდიტია, რა თქმა უნდა, მისი პროფესიონალიზმი გამოსადეგი იქნება, თუნდაც ანტიკორუფციული მიმართულებით, რაც ქართული სახელმწიფოს ამბიციაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოზიციაზე წარადგინა.