გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, პოლონეთს დრო ჰქონდეს, საქართველოს პროცესები შეაფასოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინც ჩვენ გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა
არ მგონია, ახლა პოლონეთს დრო ჰქონდეს, საქართველოს პროცესები შეაფასოს. თავად ევროკავშირში, ბიუროკრატიაშია სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის, ადამ შლაპკას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობდა და იმედი გვაქვს, მოგვიანებით შემოგვიერთდება“.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროკავშირს პირდაპირ უსამართლობაში ადანაშაულებს. აბა, ამერიკის პრეზიდენტი გააკრიტიკონ, პოლონეთი ხომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა? ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა, ეს პირდაპირ თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და რატომ არაფერს ამბობენ? ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც ჩვენ გვაფასებს, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.