გურამ მაჭარაშვილი - ანდრიუს კუბილიუსი არ არის საქართველოს მეგობარი, ის არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და „ქართული ოცნების“ ოპოზიცია
გურამ მაჭარაშვილი - ანდრიუს კუბილიუსი არ არის საქართველოს მეგობარი, ის არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და „ქართული ოცნების“ ოპოზიცია

ადრე კითხვები ჩნდებოდა და ახლა ზუსტად ვიცით, რომ ანდრიუს კუბილიუსი არ არის საქართველოს მეგობარი, ის არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა არ არის კუბილიუსი და არც ცალკე აღებული ნებისმიერი ევროპარლამენტარი.

„როგორც პარლამენტის წევრმა, როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია ვუთხრა, რომ თუ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს და არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებას და დიპლომატიურ ენაზე მაინც არ გვთავაზობს განსხვავებულ მოსაზრებას, ამ შემთხვევაში, შესაბამისი შეფასებები გვექნება. კუბილიუსი და იგივე ფოტიგა, თუ სხვა ნებისმიერი ევროპარლამენტარი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და უფრო მაღლა დააყენებს თავის მოსაზრებას, ვიდრე საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, ამაზე ჩვენი მხრიდან ადეკვატური განცხადებები გაკეთდება. ევროპა არ არის კუბილიუსი და არც ცალკე აღებული ნებისმიერი ევროპარლამენტარი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.