გურამ მაჭარაშვილი - „ქართულ ოცნებას“ „ფეისბუქ“-ანგარიშების შექმნა არ სჭირდება, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობით თავად ვართ დაინტერესებული
გურამ მაჭარაშვილი - „ქართულ ოცნებას“ „ფეისბუქ“-ანგარიშების შექმნა არ სჭირდება, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობით თავად ვართ დაინტერესებული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“  სოციალურ ქსელში ყალბი გვერდების შექმნა არ სჭირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ლევან ბეჟაშვილის განცხადება არ სჭირდებათ, თუ რაიმე ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა იქნება დასაწყები.

„ოპონენტები, რომელთაც დაწყებული აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი, სჯობს, საზოგადოებასთან ურთიერთობით დაკავდნენ და იმაზე იფიქრონ, ადამიანებს რა აინტერესებთ. „ექაუნთების“ გაუქმება ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. არ მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საკითხი იყოს. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება „ფეისბუქ ექაუნთების“ შექმნა, რადგან თავად ვართ დაინტერესებული საზოგადოებასთან ურთიერთობით. სამწუხაროდ, პოლიტიკურ წრეში ცოცხალი ადამიანები გვყავს, რომლებიც საზოგადოების ვირტუალურ სამყაროში ყოფნას ცდილობენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.