გურამ კაშიას „სლოვანმა“ „ზრინსკი“ იოლად დაამარცხა #1TVSPORT
გურამ კაშიას „სლოვანმა“ „ზრინსკი“ იოლად დაამარცხა #1TVSPORT

გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიის ჩემპიონს, „ზრინსკის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.

ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

სლოვანმა“ ორივე ტაიმში 2-2 გოლი გაიტანა. პირველში „ზრინსკის“ კარი ბარსეგიანმა (40 წთ) და შტრელეცმა (42) აიღეს, შესვენების შემდეგ უპირატესობა ტოლიჩმა (62) გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი კუხარევიჩმა (90+3) დააფიქსირა.

კაირატი“ ფინეთში „კუპსთან“ 0:2 დამარცხდა. ყაზახეთის ჩემპიონის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ლუკა გადრანს, გიორგი ზარია კი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა. ლაშა ოდიშარია არ გამოჩენილა „რიგის“ შემადგენლობაში, რომელიც შინ „იბერიის“ ყოფილ მეტოქესთან, „მალმესთან“ 1:4 დამარცხდა.

საპასუხო მატჩები 29 ივლისს გაიმართება.