გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „ჯვაროსნების“ კაპიტანი მარტის სანაკრებო თამაშებს გამოტოვებს, გუნდს კი 2 ივნისს, რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობება.
გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და 17 წელიწადში 128 მატჩი (3 გოლი) ჩაატარა – ეს არის რეკორდი, რომლის გაუმჯობესებას დიდი ხანი ვერავინ შეძლებს.
თეორიუალდ ამის შანსი არსებობს, მაგრამ „ჯვაროსნებში“ ნათამაშები მოქმედი ფეხბურთელების ნაწილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა (ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია), ნაწილსაც ვილი სანიოლი აღარ იწვევს (ვაკო ყაზაიშვილი, საბა კვირკველია).
ნაკრების ფეხბურთელებიდან კაშიას გადასწრება თეორიულად ოთარ კაკაბაძეს შეუძლია, რომელმაც ეროვნულ გუნდში 77 თამაში ჩაატარა, მაგრამ საამისოდ კიდევ 52 მატჩი უნდა გამართოს, რასაც, მინიმუმ, 6-7 წელი მაინც სჭირდება. შეძლებს თუ არა ამას 30 წლის კაკაბაძე, დრო გვაჩვენებს.
რეკორდსმენები მოქმედ ფეხბურთელებში
1. გურამ კაშია 128 თამაში
2. ოთარ კაკაბაძე 77
10. ვაკო ყაზაიშვილი 63
12. საბა კვირკველია 62
21. ოთარ კიტეიშვილი 51
ნაკრების რეკორდსმენები
1. გურამ კაშია 128 თამაში
2. ჯაბა კანკავა 101
3. ლევან კობიაშვილი 100
4. ზურაბ ხიზანიშვილი 93
5. კახაბერ კალაძე 83
6. გიორგი ლორია 79
7. ოთარ კაკაბაძე 77
8. გიორგი ნემსაძე 69
9. ალექსანდრე იაშვილი 67
10. ვაკო ყაზაიშვილი 63