გურამ კაშიას ერედივიზიონში გოლი არ ჩაუთვალეს

01:46, 03.02.2018

ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტური არნემში ადგილობრივი “ვიტესისა” და “გრონინგენის” მატჩით დაიწყო.

“ვიტესმა” მეტიუ მიაზგასა (მე-6 წუთი) და მეისონ მაუნტის (32) გოლებით 2:0 მოიგო. მასპინძლებს უფრო დიდი ანგარიშითაც მოგება შეეძლოთ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა რეინოლდ ვიდემეიერმა “ვიტესის” ქართველ კაპიტანს გურამ კაშიას აშკარა გოლი არ ჩაუთვალა.

“ვიტესმა” თავისი წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გააგრძელა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. არნემელებს 34 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილზე არიან.

https://twitter.com/FOXSportsnl/status/959516104480739328

 

მსგავსი