გურამ კაშიამ „სლოვანს“ უკაპიტნა – ბრატისლაველები თასის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT

23:14, 12.03.2025

გურამ კაშიას „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის მეოთხედფინალში „კოშიცეს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში იყო, გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა, დაცვაში კი საიმედოდ გამოიყურებოდა.

სლოვანმა“ ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. გუნდის შეტევა ტიგრან ბარშეგიანმა დააგვირგვინა. 57-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ – მეორე ყვითელი ბარათის გამო ბრატისლაველების უკრაინელი ნახევარმცველი დანილო იგნატენკო მოედნიდან გააძევეს.

ამის მიუხედავად, ბრატისლავისსლოვანმა“ უპირატესობა შეინარჩინა და სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი