„დაუგავა სტადიონზე“ გამართულ მატჩამდელ პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშიაც ახლდა.
მომავალ შეხვედრაზე კომენტარი „ჯვაროსნების“ ცენტრალურმა მცველმაც გააკეთა.
„პირველ შეხვედრაში, თბილისში მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ, რადგან ლატვიამ დაცვითი ფეხბურთი აჩვენა და მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. ამიტომ ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რაც საქართველოს ნაკრებს ახასიათებს. ვფიქრობ, რომ ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება და ლატვიის ნაკრების კარის ასაღებად უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება,“ – ამბობს კაშია.