ვლადიმირ ვაისი - იმედია, საქართველოს ნაკრები სამ ქულას აიღებს
ვლადიმირ ვაისი - იმედია, საქართველოს ნაკრები სამ ქულას აიღებს

ვლადიმირ ვაისმა „დაუგავა სტადიონზე“ მატჩამდელი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ გუნდი სასურევლ შედეგს აჩვენებს.

„ხვალ საკმაოდ მძიმე ბრძოლას ველოდები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ლატვიას საკუთარ სადიონზე და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. სამი ქულის აღება ჩვენც ძალიან გვსურს და საამისოდ ჩამოვედით. იმედი მაქვს მიღებულ შანსებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და საჭირო სამ ქულას მოვიპოვებთ,“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.