გურამ კაშია - კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები #1TVSPORT
გურამ კაშია - კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები #1TVSPORT

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ კაშია მედიას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლისთან ერთად შეხვდა.

„შესაძლებელია თუ არა „დინამოს“ შეთავაზების შემთხვევაში კარიერა თბილისში განვაგრძო? „სლოვანთან“ კონტრაქტი ივლისის ბოლომდე მაქვს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ. აუცილებლად ფეხბურთში ვიქნები, კარიერის დასრულება კი ძალიან რთულია.

ნაკრებში ჩემი პირველი თამაშიდან დღემდე ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა, ბევრი კარგი ახალგაზრდა დაგვემატა. მოხარული ვარ, რომ წლების განმავლობაში ამ გუნდის წევრი ვიყავი“, – ამბობს გურამ კაშია.

„ჯვაროსნები“ ზაფხულის სანაკრებო პაუზაზე ორ შეხვედრას გამართავენ. 2 ივნისს – რუმინეთი, ხოლო 5 ივნისს ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.