გურამ გიორბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
გურამ გიორბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბუქარესტი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს (U23) მასპინძლობს. ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა, გურამ გიორბელიძემ (67 კგ.) კონტინენტის პირველობაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორბელიძემ ატაცში სამივე ცდა 122 / 125 / 129 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან აკვრაში დაძლეული 151 / 157 / 161 კილოგრამითაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ორჭიდის ჯამში კი ქართველმა ძალოსანმა 290 კილოგრამი დააგროვა და ჩვენს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი შესძინა.