გურამ გიორბელიძემ „ერზურუმსპორთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ გიორბელიძემ „ერზურუმსპორთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა, — ინფორმაციას თურქული გამოცემა Gazeteguncel-ი ავრცელებს.
„კლუბის პრეზიდენტმა, აჰმედ დალმა, რომელიც სპორტული ცენტრის შესასვლელთან მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ფეხბურთელს დაოჯახება მიულოცა და თბილად მიესალმა.
წარმატებულმა ქართველმა მარცხენა მცველმა პრეზიდენტ აჰმედ დალთან უკვე ისაუბრა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. პირველ შეკრებაზე გუნდს მრავალი უცხოელი ფეხბურთელი შეუერთდა, რის გამოც შეკრების პირველ დღეს სპორტული ცენტრი მენეჯერებით იყო გადაჭედილი“, — წერს თურქული გამოცემა.