გურამ გიორბელიძე - ტრავმა მოვირჩინე, გუნდთან მალე ვივარჯიშებ
გურამ გიორბელიძე - ტრავმა მოვირჩინე, გუნდთან მალე ვივარჯიშებ

გურამ გიორბელიძე მოედანს მალე დაუბრუნდება და ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ საერთო ჯგუფში ვარჯიშს განაახლებს – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„თავს კარგად ვგრძნობ. ბოლო ერთი კვირაა, ვარჯიშს გუნდთან ერთად ვიწყებ და მერე ცალკე ვიტვირთებოდი. სამ დღეში კი შემდეგ გუნდთან ერთად სრული დატვირთით ვივარჯიშებ სავარაუდოდ, 27 სექტემბრისთვის, როდესაც „ლასკს“ შეხვდებით, უკვე მზად უნდა იყო,“ – ამბობს გურამ გიორბელიძე.

გორის „დილას“ 24 წლის მცველმა „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა და ავსტრიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გუნდის წევრი გახდა, მაგრამ ავსტრიაში გამგზავრებამდე „დინამო თბილისთან“ შეხვედრისას დაშავდა და ერთი თვე გაუცდა.