გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ „კავეა გალერიის“ შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს
გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ „კავეა გალერიის“ შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს

გურამ ფალავანდიშვილმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, „გალერია თბილისში“, კინოთეატრ „კავეას“ შესასვლელის პიკეტირება მოაწყოს, რათა ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“, მაყურებელი არ შეუშვას.

გურამ ფალავანდიშვილის შენობის მეოთხე სართულზე შესვლის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ფალავანდიშვილმა მის მიერ დაანონსებული მიწოლით კინოთეატრში შეჭრაზე სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ უარი თქვა, თუმცა ვის ესაუბრა, უცნობია. ახლა ის და მისი მომხრეები „გალერია თბილისის“ მეოთხე სართულზე იმყოფებიან და უკვე დაწყებული ფილმის ჩვენების შემდეგ, კიდევ ერთი ჩვენების დამსწრეთათვის გზის გადაკეტვას გეგმავენ. შემდეგი ჩვენება 22:00 საათზეა დაგეგმილი.