გურამ ფალავანდიშვილი - პირველ არხს ძირითადად ამერიკა და მასონური ლოჟები მართავენ 
გურამ ფალავანდიშვილი - პირველ არხს ძირითადად ამერიკა და მასონური ლოჟები მართავენ 

ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად საქართველოს პირველ არხში მოვიდა და სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, პირველი არხი ეწევა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიადამიანურ პოლიტიკას.

„მთელი სალიბერასტეთი ერთად იკრიბება. პირველი არხი ეწევა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიადამიანურ პოლიტიკას. მოჰყავთ თოქშოუს წამყვანებად კაცი, რომელიც ღამით თურმე ერთობა ნაჯასთან კლუბში და აზიარებს მეუფე რუსუდანის და ტრანსგენდერების შესახებ თემებს. ასევე, თქვენ ნახეთ, რომ იმღერა ტრანსგენდერმა ქალმა, რომელიც მერე ბერამ გადაიღო კლიპში. ეწევიან საზოგადოების, ახალგაზრდობის გადაგვარებას და გარყვნას. ეს არის შეთქმულება, ბუდე, ჩვენ ეს ძალით უნდა ავიღოთ. ყველა არხი უნდა დავხუროთ, მაგრამ ეს არხი გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება. კრემლი იყო, ახლა არის ვაშინგტონი. მასონური ლოჟები მართავენ ძირითადად, პატრონი არავინ არის“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრება სურთ, რადგან ამის უფლება აქვთ.

„გვინდა დასწრება, რადგან პირველი არხი არის გადაკეტილი საქართველოს მოქალაქეების 99 პროცენტისთვის, ასევე ეწევა მავნებლურ მოქმედებებს, აშუქებს ჰომოსექსუალურ კლიპებს, ტრანსგენდრებს, მიდის ჩვენი შვილების გადაგვარება, ეს არის ამერიკიდან დავალებით, არა ქართული. ჩვენ რომ ვიტყვით, ჩვენს ხმას ამერიკელებიც გაიგებენ, რომ ამას ხალხი არ იღებს. ძალადობის მომხრე არ ვართ, მაგრამ თუ რომელიმე ოთახში ვიღაც ზის და შვილს მირყვნის, მე უნდა შევიდე იმ ოთხში“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

გურამ ფალავანდიშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ამ წუთებში სამეურვეო საბჭოს სხდომაზე იმყოფება.