გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენი მიზანია, „ღირსების მარში“ ჩავშალოთ
გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენი მიზანია, „ღირსების მარში“ ჩავშალოთ

ჩვენი მიზანია, „ღირსების მარში“ ჩავშალოთ, – ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვერის ბაღში უკვე იკრიბებიან, რათა სამოქმედო გეგმაზე იმსჯელონ.

ფალავანდიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში გაიგებენ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილს, დღესვე მივლენ იმ მიზნით და მოთხოვნით, რომ მარში არ გაიმართოს.

„თუ გავიგეთ, რომ „ღირსების მარში“ ტარდება რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე, დღესვე მივალთ და დავიკავებთ იმ ადგილს, რათა მარშის გამართვის საშუალება არ მივცეთ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია კორდონს აღმართავს, ვეცდებით, გავარღვიოთ. შევეცდებით „თბილისი პრაიდი“ ჩავშალოთ“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.