გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენ უნდა შევიდეთ ძალით, ფიზიკურად უნდა დავიკავოთ პირველი არხი და ეთერი ჩავახშოთ
გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენ უნდა შევიდეთ ძალით, ფიზიკურად უნდა დავიკავოთ პირველი არხი და ეთერი ჩავახშოთ

ჩვენ უნდა შევიდეთ, ძალით, ფიზიკურად დავიკავოთ ტელევიზია და გავაუქმოთ, ეთერი ჩავახშოთ, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს კომუნისტური პარტიის ეთერი ჩაახშეს თავისი ათეისტურ, ჩეკისტური პროპაგანდირებით, ეს არის გარდაუვალი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, პირველი არხის იდეოლოგია არის აგებული უმცირესობაზე, რაც მიუღებელია.

„ტელევიზიას აქვს თავისი იდეოლოგია, როგორც ადრე ჰქონდა კომუნისტურ პარტიას თავისი იდეოლოგია. დღევანდელი იდეოლოგია არის აგებული უმცირესობებზე. აქ არის ლაპარაკი უმცირესობებზე, რომლებიც არიან მავნებლობაში, თორემ ის კი არა ვთქვათ, სომეხია ვიღაცა და ვიღაც ოსია“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, პირველ არხი ეწევა ნარკოტიკების და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

„მიმაჩნია, რომ ეს არის დივერსია. რადგან ეს დივერსიაა, მე ეს ხომ უნდა აღვკვეთო, კანონი ჩემს მხარეს არ არის. გია ნიჟარაძე ამას ვერ აღკვეთს, რადგან აქ ზის და ვერ აღუკვეთია. რადგან კანონი ჩემს მხარეს არ არის ხალხს აქვს უფლება, რომ თუ რომელიღაც ტელევიზიიდან გამუდმებულად პროპაგანდირებენ ქურდობის სიკეთეს, ნარკოტიკების სიკეთეს და მამათმავლობის სიკეთე, ჩვენ უნდა შევიდეთ და ძალით ფიზიკურად დავიკავოთ ესეთი ტელევიზია, გავაუქმოთ, ეთერი ჩავახშოთ. როგორც ზვიად გამსახურდიას დროს კომუნისტური პარტიის ეთერი ჩაახშეს თავისი ათეისტურ-ჩეკისტური პროპაგანდირებით. ეს არის გარდაუვალი, ან მთავრობა გადადგეს. არავითარი აზრი არ აქვს აქ კარგ გადაცემას, რადგან ეს იდეოლოგია ძირშია მოსასპობი, ამას უნდა დაპირისპირება“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

გურამ ფალავანდიშვილი და მისი რამდენიმე თანამოაზრე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. ისინი სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწრნენ და თავიანთი შეხედულებები პირველ არხზე ბორდის წევრებს გააცნეს.

დატოვე კომენტარი