გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, კანონით გარყვნილება აკრძალულია
გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, კანონით გარყვნილება აკრძალულია

ათასი კაცი თუ ჩაერთვება წინააღმდეგობაში, ყველას ვერ დაკითხავენ, – ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა ვერის ბაღში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 30 მარგინალი პოლიციელის გარდა, არც ერთი პოლიციელი წყლის ჭავლს, რეზინის ხელკეტებს, თუ ტყვიებს არ გამოიყენებს სამღვდელოებასთან და ხალხთან, თუ სოდომისტები ​სისუსტეს იგრძნობენ.

„მათ ჩვენი დაჭერა კი არა, დახვრეტაც აწყობთ. აწყობთ აქედან ჩვენი გაყრა. თუ მე და რომელიმე დაგვაკავეს, რადგან ის ადამიანი მშვიდად და კანონის დაცვით ცდილობს არ ჩაატარებინოს სიბილწის პროპაგანდა, მერწმუნეთ, ერი და ბერი გამოვა ქუჩაში და დადგება პოლიტიკური მოთხოვნა, როგორც იყო სომხეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. თუ გზები გადაიკეტა, არ მგონია, მთავრობამ რისხვას გაუძლოს, თუ ის აპატიმრებს ხალხს სოდომისტების გამო“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ამასთან, გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს არ მისცემენ პრაიდის ჩატარების საშუალებას.  მისივე თქმით, ისინი კონსტიტუციას იცავენ და აღნიშნა, რომ კანონით გარყვნილება აკრძალულია.

„ისინი სულ დახურულ სივრცეში იკრიბებიან, მაგრამ თუ ამ სივრცეს გამოიყენებენ საჯარო პროპაგანდისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, ფილარმონიაში გამოვლენ და იტყვიან გაფერადდიო, თუ თავისუფლებაზე, ჩვენ ვეცდებით, რომ არ ჩავატარებინოთ პრაიდი. არა კომბალი და ხოცვა, არამედ, სადაც გავიგებ, რომ ტარდება, იმ შენობასთან დავდგებით მოჭიდავეებთან ერთად, რომ სოდომისტებმა ზონდერი პოლიცია არ დაიქირაონ, სოლისებურად არ მოახდინონ ჩვენი გაკვეთა და არ შევიდნენ შიგნით. კომბლები და ქამრები იმ კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ თუ ტყვიას მესვრიან და ნიჩაბს ჩამარტყამს, როცა კომბლები და ქამრები არ მოსწონთ ჩვენ პარლამენტარებს, მაინტერესებს, მოედანზე არ უჭერდნენ მხარს კორდონებზე ცეცხლის წაკიდებასა და ტყვიების ზუზუნს? სააკაშვილმა რომ კორდონი გაარღვია, მისთვის შეიძლებოდა მხოლოდ? კორდონი გაარღვია განრისხებულმა ხალხმა. მაშინ მხარს ვუჭერდი და სამწუხაროდ, შევცდი. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ და კანონით გარყვნილება აკრძალულია. გუშინ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილე ლევან ჩაჩუას გამოკითხვაზე ჰკითხეს, სად ინახებოდა იარაღი, გაუკვირდა ლევანს, რა იარაღიო და უთხრეს, რომ საუბარი იყო კომბლებზე. ლევანმა უთხრა, რომ ჭერში ვინახავთო. ფაქტია, რომ მივალთ და ეს მეორეხარისხოვანია. აქ დგანან ბიჭები​ მატანიდან, მატანი ის ადგილია, სადაც ​არეული ხალხისგან საქართველოს იცავენ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ამასთან, როგორც გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა განაცხადა, ისინი კანონმორჩილი ადამიანები არიან, რომელთა მიზანია კანონის ჩარჩოებში ყოფნა.

„ჩვენი მიზანია ყველა ძალებით წინ აღვუდგეთ ამ სოდომის პროპაგანდას და ჩვენი ქალაქის სოდომ-გომორად ქცევას. რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და დასამალი არაფერი გვაქვს. არანაირ აჯანყებას არ ვგეგმავთ. ჩვენი სურვილია, რომ ქალაქი დავიცვათ სოდომ-გომორად ქვევისგან. ჩვენი საქმეები გვაქვს, გყავს ოჯახები და ვპასუხობთ მათ გამოწვევებს. ყაზეგიდან დამირეკეს, რომ გუდაურშიც გეგმავენ პრაიდის ჩატარებას, ვიცით, რომ ეს კვირა არის მათთვის,,რომ ზეიმი მოაწყონ და ჩვენ ვართ ამის წინააღმდეგი“, – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

დატოვე კომენტარი