გურამ ჩუბინიძე - მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ტაქსის მძღოლებს, 16:00 საათისკენ მოერიდონ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახებები იქნება, იტყვიან, რომ მათ ვუერთდებით
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი, ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან, რომ ჩვენ მათ ვუერთდებით, – ამის შესახებ კომპანია „ბოლტში“ დასაქმებულმა ერთ-ერთმა მძღოლმა, გურამ ჩუბინიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არიან აპოლიტიკურები და არ უერთდებიან პოლიტიკურ აქციას.
„დღეს თბილისში ძალიან დიდი შემოდინებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც არ ფლობენ არ ქართულ მართვის მოწმობას, საკომუნიკაციო დონეზეც არ იციან ქართული ენა. ვითხოვთ, რომ გაითვალისწინონ ეს მდგომარეობა, რადგან დღეს რეალურად რაც არის, სამი ათასზე მეტი მძღოლია დარეგისტრირებული საქართველოში ტაქსის მძღოლად. ეს ძალიან დიდ რიცხვს წარმოადგენს. აქედან, საშუალოდ, 2 500-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის ქართული ენა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი. დღეს არსებულ მდგომარეობას, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, ჩათვლიან იმად, რომ ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან, რომ ჩვენ მათ ვუერთდებით. რეალურად, ჩვენ ვართ აპოლიტიკური ადამიანები, ჩვენი უმრავლესობის აზრი არის, რომ ამ ადამიანებს არ ვუერთდებით“, – განაცხადა ჩუბინიძემ.