გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კორონავირუსი „გამარჯვებული საქართველოს“ კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა, 12-მდე პირი იზოლაციაშია
გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კორონავირუსი „გამარჯვებული საქართველოს“ კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა, 12-მდე პირი იზოლაციაშია

კოვიდინფიცირებულ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი 12-მდე პირი იზოლაციაშია, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ვისაც ჰქონდა კონტაქტი, არიან თვითიზოლაციაში. არ მქონია არანაირი შეხება, არანაირი კონტაქტი. სხვა ოფისში ვიყავი, ირაკლი სხვა ოფისში იყო, ასე რომ, როგორც ვიკითხე ხუთი დღეა გასული და თვითიზოლაცია არ მჭირდება.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, ჩალაგაშვილის თქმით, კორონავირუსი მიშა კაჭკაჭიშვილსაც დაუდასტურდა.

„კახა ბროკიშვილი იზოლაციაშია, ტუღუში იზოლაციაშია და გოგონები იყვნენ კიდევ და როგორც მოვიკითხე, ყველანი იზოლაციაში არიან სახლებში.

ჩვენ ორი ოფისი გვაქვს, ერთი საბურთალოზე და მეორე იუსტიციის სახლთან, ათონელზე. ათონელის ოფისში ვინც იყვნენ ირაკლისთან ერთად, ყველანი თვითიზოლაციაში არიან, დაახლოებით 10-12 ადამიანია“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.