გურამ ჩალაგაშვილი - სახელსა და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ერთი და ორი წავა, ათი და თხუთმეტი მოვა
გურამ ჩალაგაშვილი - სახელსა და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ერთი და ორი წავა, ათი და თხუთმეტი მოვა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი პარტიიდან კოტე კემულარიას საკითხს გამოეხმაურა. როგორც გურამ ჩალაგაშვილმა აღნიშნა, პარტიას მალე ახალი წევრები ეყოლება.

„პარტია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, მოდიან, მიდიან. ასე რომ, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უამრავი ადამიანი უერთდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. უახლოეს დღეებში ნახავთ ამ ადამიანებს და გაიცნობს საზოგადოება. ასე რომ, სახელსა და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. ერთი წავა, მეორე წავა, სამაგიეროდ მოვა ათი, თხუთმეტი. ასე რომ, პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი მოდის და უერთდება პარტიას. ზოგიერთები არიან, რომლებსაც საზოგადოება, ასე ვთქვათ, ტელევიზიით არ იცნობს. არიან ისეთი, რომლებიც არიან საკმაოდ ცნობადი ადამიანები. იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი ცნობადობა, რომლებიც არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, სუფთა ადამიანები, სუფთა წარსულის მქონე ადამიანები და რომელთა გამოჩენაც ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დატოვების შესახებ განცხადება კოტე კემულარიამ გუშინ გააკეთა.