გურამ ჩალაგაშვილი - სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე არაერთი სისხლის სამართლის საქმე, იურიდიულად მას ხელს შეუშლის რომ საქართველოში შემოვიდეს
გურამ ჩალაგაშვილი - სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე არაერთი სისხლის სამართლის საქმე, იურიდიულად მას ხელს შეუშლის რომ საქართველოში შემოვიდეს

სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე არაერთი სისხლის სამართლის საქმე, იურიდიულად მას ხელს შეუშლის საქართველოში შემოვიდეს, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არჩევანის უფლება აქვს.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, სადაც გვინდა იქ წავალთ და წამოვალთ, მასაც აქვს ამის უფლება. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ის არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული, იურიდიულად ხელს შეუშლის საქართველოში მის შემოსვლას. ვერ გეტყვით, მას რა გათვლა აქვს და როგორ აპირებს ეს ყველაფერი გააკეთოს. ჯერ მთავარი კანონია, რომლის დაცვის საკითხიც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს, მაგრამ დღეს მას საქართველოში შემოსვლის პრობლემა აქვს და კანონით, მას დააკავებენ როგორც კი შემოვა. ამიტომ, ჯერ კანონიერი ნიუანსები უნდა იქნეს გავლილი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, რომელიმე ადამიანს გადადგილება ავუკრძალო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.