გურამ ჩალაგაშვილი - ნამდვილად გავლანძღე ბიძინა ივანიშვილი, გაიგეს, რომ ჩალაგაშვილს გადააწყდნენ და გადაწყვიტეს შევეშინებინე, ვერავინ ვერ შემაშინებს
გურამ ჩალაგაშვილი - ნამდვილად გავლანძღე ბიძინა ივანიშვილი, გაიგეს, რომ ჩალაგაშვილს გადააწყდნენ და გადაწყვიტეს შევეშინებინე, ვერავინ ვერ შემაშინებს

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე იგინებოდა. როგორც ჩალაგაშვილმა საკუთარი ადმინისტრაციული საქმის განხილვისას განაცხადა, მისი დაკავება პოლიტიკური დევნაა.

„ნამდვილად გავლანძღე ბიძინა ივანიშვილი. არანაირი გამვლელი არ იყო იქ. არც მეზობელი იმყოფებოდა. როდესაც პატრულმა მანქანა გააჩერა, უკანა სავარძელზე ვიჯექი. მე უარი განვაცხადე ალკოტესტზე. ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა, რომ დავბრუნდით 1990-იან წლებში, როდესაც ასე გაჩერებენ. ჩემი სახელი და გვარი რომ გაიგეს, გამოიძახეს მეთაური. ვსაუბრობდით საათზე მეტხანს. იყო რეკვები ტელეფონზე, ახსენებდნენ ჩემს გვარს და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მიიღეს დავალება და დამაკავეს. წამიყვანეს ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში, სანაგვე იყო ჩვეულებრივი. გაიგეს, რომ ჩალაგაშვილს გადააწყდნენ და გადაწყვიტეს, რომ შევეშინებინე. ვერავინ ვერ შემაშინებს“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ის ექვსი წელია უმუშევარია და ჯარიმას ვერ გადაიხდის. მისივე თქმით, რა სანქციაც უნდა დაუწესონ, „მთავრობას ისევ გალანძღავს და შეაგინებს“.