გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს
გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილის მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებულებმა გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს, რომლებსაც პროკურატურა გათავისუფლებას დაჰპირდა.

ჩალაგაშვილმა ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გაეცნო საქმის მასალებს, რომლებიც ოქრუაშვილის ადვოკატს გადაეცა და ეს ინფორმაცია სწორედ მასალებიდან შეიტყო.

„ჩვენება მისცა ორმა ნაძირალამ – დონაძემ და მიქაძემ. სანაცვლოდ ისინი მიიღებენ საპროცესო შეთანხმებას და გათავისუფლდებიან“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებაც პატიმრობა შეეფარდა ბუტა რობაქიძის საქმეზე, სადაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.