გუნდი საკუთარი სურვილით დაქვეითდა - მიზეზი ფინანსური კრიზისია
გუნდი საკუთარი სურვილით დაქვეითდა - მიზეზი ფინანსური კრიზისია

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სეზონის შეწყვეტამ დიდი პრობლემები წარმოქმნა – გუნდები აპროტესტებენ დაკარგულ შანსებს, ლიგიდან გავარდნას და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ამის ფონზე, უცნაური ამბავი მოხდა რუსეთში, სადაც კურსკის „ავანგარდის“ ხელმძღვანელობამ მომავალი სეზონიდან დაბალ ლიგაში თამაში თავად მოითხოვა. ინფორმაცია „მატჩ ტვ”-მ გაავრცელა.

„ავანგარდი“ რუსეთის რანგით მეორე პროფესიულ ლიგაში გამოდიოდა. მაგრამ მესამე ლიგაში თამაში გადაწყვიტა. წყაროს ცნობით, კლუბში ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ „ავანგარდს“ დაფინანსება შეუმცირდა და ბიუჯეტი 100 მილიონ რუბლზე ნაკლები ექნება, რაც დააახლოებით 1,36 მილიონი დოლარია.

რუსეთის ფეხბურთის კავშირმა 2019/2020 სეზონი პრემიერლიგაში გააგრძელა, მაგრამ მეორე და მესამე ლიგებში მათი დასრულება გადაწყვიტა.