გუმბრის თემში წყალტუბოს მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

15:34, 08.06.2018

წყალტუბოს მერის წარმომადგენელი გუმბრის თემში ამირან ბალანჩივაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ამირან ბალანჩივაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ წყალტუბოს მერიაში, თუმცა კონკრეტულად რას ედავება გამოძიება ბალანჩივაძეს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

მსგავსი