გუმათში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების პროტესტი ხმაურის ფონზე გრძელდება

14:02, 31.05.2021

გუმათში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია ხმაურის ფონზე გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ წუთებში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია გუმათში რკინის კედელთან სამართალდამცველების გამოჩენამ, სადაც ისინი საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხმაურის აქციას განაგრძობენ.

 

 

მსგავსი