გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება
გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში არიან შეკრებილები, სადაც, ტრადიციულად, რკინის ჯებირებზე ხელის დარტყმითა და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აღნიშნული ფორმით პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება გუმათში განთავსებულ რკინის ჯებირებს არ აიღებს.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ამ დრომდე აქციის მონაწილეებს ხეობაში შესასვლელი ექვსი გზა აქვთ გადაკეტილი, საიდანაც კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

რიონის ხეობაში პროტესტი უკვე 224-ე დღეა, გრძელდება.