გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება
გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია სოფელ გუმათში გრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. მისივე თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება.

სოფელ ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევ რკინის კონსტრუქციით აქვს გადაკეტილი. ადგილზე რჩებიან სამართალდამცვლები.