გუმათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა პირი დააკავეს
გუმათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა პირი დააკავეს

გუმათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონმდებლობით დააკავეს.

ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა, უწყება მოუწოდებს გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა.