„გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარია
„გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარია

ქუთაისთან ახლოს, „გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი გენერატორს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

ხანძრის გამო, ქუთაისისა და მიმდებარე სოფლების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

მომხდარის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.