გულშემატკივრებმა „რეალისა“ და „ბარსელონას“ საუკეთესო შემადგენლობები შეადგინეს
გულშემატკივრებმა „რეალისა“ და „ბარსელონას“ საუკეთესო შემადგენლობები შეადგინეს

მოახლოებული “სუპერკლასიკოს” წინ, ესპანური გაზეთის Marca-ს მკითხველებმა “რეალისა” და “ბარსელონას” ყველა დროის სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს.

“ოპტიმალურ” “რეალში” ორჯერ არის მოხსენიებული ზინედინ ზიდანი – ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა და ამ გუნდის მთავარ მწვრთნელადაც აირჩიეს.

სრულად “რეალის” ყველა დროის ოპტიმალური ნაკრები ასე გამოიყურება:
იკერ კასილიასი – სერხიო რამოსი, ფერნანდო იერო, რობერტო კარლოსი – მიჩელი, ფერნანდო რედონდო, ლუკა მოდრიჩი, ზინედინ ზიდანი – ალფრედო დი სტეფანო, რაული, კრიშტიანუ რონალდუ.
გულშემატკივრებმა “ბარსელონას” ოპტიმალური შემადგენლობაც შეადგინეს:
ვიქტორ ვალდესი – დანი ალვეში, კარლეს პუიოლი, რონალდ კუმანი – დიეგო მარადონა, ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტმა, იოჰან კრუიფი – ლიონელ მესი, რონალდინიო.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

სიმბოლურ გუნდებში მოქმედი შემადგენლობებიდან სამ-სამი ფეხბურთელია შესული.
“რეალისა” და “ბარსელონას” მატჩი შაბათს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” 16:00 საათზე დაიწყება.