გულის გადანერგვის შემდეგ, ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული საავადმყოფოდან გაწერეს
გულის გადანერგვის შემდეგ, ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული საავადმყოფოდან გაწერეს

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული სალვადორ სობრალი გულის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს – ამის შესახებ CTV News წერს. მედიის ცნობით, ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა.

მომღერალი მკურნალობის კურსს ლისაბონის სიახლოვეს, სანტა კრუსის სახელობის კლინიკაში გადიოდა. ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე თქმით, პირველ ეტაპზე სობრალმა ფიზიკური აქტივობა უნდა შეზღუდოს.

28 წლის სობრალს ოპერაცია ლისაბონში 8 დეკემბერს ჩაუტარდა. მომღერალი ოპერაციას საავადმყოფოში სამი თვის განმავლობაში ელოდებოდა.

სალვადორ სობრალმა შარშანდელი ევროვიზია სიმღერით Amar pelos dois მოიგო.